„იუვენტუსი“ აგრძელებს „აიაქსთან“ მოლაპარაკებებს მატიეს დე ლიხტის თაობაზე - წერს De Telegraaf. გამოცემის ინფორმაციით, „ბებერმა ქალბატონმა“ ამსტერდამულ კლუბს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. ტურინელები მზად არიან 19 წლის ფეხბურთელში 67 მილიონი ევრო გადაიხადონ.
„იუვეტუსი“ ცდილობს რაც შეიძლება მალე შეიძინოს დე ლიხტი. მანამ, სანამ ის ამსტერდამელებს ავსტრიულ შეკრებაზე გაჰყვება.
გასულ კვირაში ჰოლანდიური მედია წერდა, რომ ტურინული კლუბი ამსტერდამულს დე ლიხტში 50 მილიონ ევროს, პლუს 20 მილიონს ბონუსად გადაუხდიდა. მაშინ როცა ჰოლანდიელები 75 მილიონს ითხოვდნენ. იმასაც ამბობდნენ, ჭაბუკი მცველით „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ დაინტერესებულანო.