ფეხბურთი

17:33 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" "შერიფს" 16 ივლისს უმასპინძლებს

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩატარების დრო და ადგილი საბოლოოდ დადასტურდა.

"საბურთალოსა" და "შერიფის" პირველი შეხვედრა ტირასპოლში 10 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, 16-ში მიხეილ მესხზე ჩატარდება და 21:30 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველი ვერსიით, მატჩები 10 და 17 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა უეფამ კორექტივები შეიტანა და შეხვედრების გამართვა ზემოხსენებულ რიცხვებში გადაწყვიტა.

0.117206