სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

9:05 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: ურუგვაი იაპონიას დაუზავდა

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ურუგვაის ნაკრებმა იაპონიის ეროვნულ გუნდთან 2:2 ითამაშა. შეხვედრა პორტუ ალეგრიში, „არენა დუ გრემიოს“ სტადიონზე გაიმართა.

ანგარიში იაპონელებმა გახსნეს 25-ე წუთზე. გოლის ავტორი კოძი მიესი გახდა. შვიდ წუთში ურუგვაელთა ლიდერმა, ლუის სუარესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა. 59-ე წუთზე მიესიმ დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში კი მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა, ხოსე მარია ხიმენესმა დააფიქსირა - 2:2.

ურუგვაელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მუსლერა, კასერესი, გოდინი, ხიმენესი, ლაკსალტი (გონსალესი 28), ნანდესი (დე არასკაეტა 60), ბენტანკური, ტორეირა, ლოდეირო (ვალვერდე 73), სუარესი, კავანი

C ჯგუფს 4 ქულით ურუგვაის ნაკრები ლიდერობს, ჩილეს 3 ქულა აქვს, იაპონიას -1, ეკვადორს არცერთი.

რაც შეეხება ბომბარდირებს, 2-2 გოლი მოუგროვდათ: ლუის სუარესს, კოძი მიესის, ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიოს, ჩილელ ედუარდო ვარგასს და კოლუმბიელ დუვან საპატას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120161