ფეხბურთი

21:47 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე ლუისი: "გადაწყვეტილებას კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ მივიღებ"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ფილიპე ლუისი მომავალს კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს. როგორც სამხრეთამერიკელმა განაცხადა, ნაკრებს პატივს სცემს და ტურნირის მსვლელობის დროს მოლაპარაკებებს არ გამართავს.

"ატლეტიკოში" გატარებული სეზონით კმაყოფილი ვარ. სეზონის დასაწყისში უეფას სუპერთასი მოვიგეთ, შემდეგ კი ლა ლიგაში მეორე ადგილი დავიკავეთ. ჩემი მომავალი კი კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გადაწყდება. ნაკრებს პატივს ვცემ და მოლაპარაკებებში არ ჩავერთვები, ტურნირის შემდეგ კი აგენტთან ერთად დავჯდები და გადაწყვეტილებას მივიღებ." - ციტირებს Marca ლუისის სიტყვებს.

ფეხბურთელს "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი 30 ვინისამდე აქვს და შემდეგ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გასულ სეზონში ლუისმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.142479