კალათბურთი

23:04 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე უკვე მეექვსეა!
Bleacherreport-მა ქართველ ტალანტს სარეკორდო პოზიცია მიუჩინა

ცნობილმა ამერიკულმა სპორტულმა ვებგვერდმა Bleacherreport NBA-ს მოახლოებული დრაფტისთვის სია განაახლა, სადაც 19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე მე-6 (!) ადგილზე დააყენა. ეს, ყველაზე მაღალი პოზიციაა, რაც კი ჩვენებურისთვის სადრაფტო შანსების განხილვისას მიუჩენიათ.

აი, რას წერეს Bleacherreport ბითაძის შესახებ: “ადრიატიკისა და სერბული ლიგების უძვირფასესი მოთამაშე და ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი დრაფტის პირველი რაუნდის წევრად იქცა. 19 წლის კალათბურთელმა სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა. მან სეზონის განმავლობაში 90-დან 36 სამქულიანი ჩააგდო და საშუალოდ 23.4 წუთის განმავლობაში 1.9 დაფარება ჰქონდა. ახლა, ბითაძე უფრო უნივერსალური მოთამაშეა, შეტევებს კარგად აგვირგვინებს და ფეხებისა და ხელების კარგი მუშაობით გამოირჩევა”.

ხსენებული ვებგვერდის რეიტინგში ბითაძეზე წინ მხოლოდ ჯექსონ ჰეიესი, ჯარეტ კალვერი, რ.ჯ. ბარეტი, ია მორანტი და ზიონ უილიამსონი იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოახლოებული დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში” გახლავთ დაგეგმილი. ამდენად, მნიშვნელოვან მოვლენამდე სულ რაღაც 1 კვირაღა რჩება.

ბითაძე უკვე ამერიკაში იმყოფება და დღეს, მორიგი ვარჯიში “ატლანტა ჰოუქსში” ჩაატარა (იხილეთ ვიდეო), დრაფტამდე კი, “ვორქაუთი” “ბოსტონ სელტიქსთან”, “შარლოტ ჰორნეთსთანა” და “დეტროიტ პისტონსთან” ერთადაც ელის.

0.140179