ორი დღის წინ მომხდარი ტრაგედიის მიზეზები ცნობილი გახდა. როგორც Mundo Deportivo პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, ხოსე ანტონიო რეიესის მანქანა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა წერს, აწ გარდაცვლილი ფეხბურთელის ავტომანქანა 237 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობდა.
გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ უბედური შემთხვევა საბურავების არასწორმა წნევამ გამოიწვია, რის გამოც გადაჭარბებულ სიჩქარეს ვერ გაუძლო და საბურავი გასკდა. საინტერესოა, ის გარემოებაც, რომ რეიესს Mercedes brabus S550 დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ, საბურავების წნევა ადეკვატური არ ყოფილა, მითუფრო ასეთი მაღალი სიჩქარისთვის.
შეგახსენებთ, ხოსე ანტონიო რეიესის ავტომანქანამ კატანსტროფა სევილია-უტრერას მაგისტრალზე ორი დღის წინ განიცადა.