ფეხბურთი

2:55 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

U20 მსოფლიოს ჩემპიონატი: მერვედფინალური წყვილები ცნობილია (+VIDEO)

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, ყველა მერვედფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

A ჯგუფიდან მასპინძელმა პოლონეთმა მიზანს მიაღწია, ბოლო ტურში სენეგალთან უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპვა და მერვედფინალში გავიდა. აფრიკელებს ეს საგზური ისედაც გაფორმებული ჰქონდათ და ამიტომ თავი დიდად არ მოუკლავთ. პარალელურად, კოლუმბიამ უსუსტესი ტაიტი გაანაგურა და პლეი-ოფში თვითონაც გავიდა. სენეგალი პირველი ადგილით, კოლუმბია მეორეთი, ხოლო პოლონეთი, როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი.

B ჯგუფიდან იტალიის ნაკრებს პლეი-ოფში თამაში ბოლო ტურის წინ გარანტირებული ჰქონდა და დასკვნით მატჩში იაპონიას უგოლოდ დაუზავდა, რომელიც მოპოვებული ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მეორე შეხვედრაში ეკვადორის ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და როგორც გაირკვა, საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა. მექსიკამ კი ტურნირი მეტად უღიმღამოდ ჩაატარა და ასპარეზობა უქულოდ ბოლო საფეხურზე დაასრულა.

C ჯგუფში ურუგვაი და ახალი ზელანდია პირველი ადგილის მფლობელის ვინაობას არკვევდნენ. სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქეს აჯობეს და ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულეს. ახალი ზელანდიისთვის კი 6 ქულა და მეორე ადგილიც წარმატებული შედეგია. ნორვეგიის ნაკრებს კი ქულა არ ჰქონდა ორი ტურის მერე და მთელი ჯავრი ჰონდურასზე ამოიყარა. სკანდინავიელთა ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა კი 9 გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა (მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატის ორი რეკორდი: ნორვეგიამ 12:0 მოიგო, 9 გოლი ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა! (+VIDEO). მიუხედავად მსუყე გამარჯვებისა და იმისა, რომ ნორვეგია მესამე ადგილზე გავიდა, სამი ქულა პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა, რადგან ერთადერთი მესამეადგილოსანი გამოდგა, რომელმაც ტურნირი სამი ქულით დაასრულა.

D ჯგუფი ნიგერიასთან ფრით დაასრულა უკრაინის ნაკრებმა, რომელმაც იქამდე ორივე თამაში მოიგო. მოპოვებული ქულით კი ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა, რადგან უკრაინა პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ნიგერია მესამეზე და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა. აშშ-მ ტიმოთი ვეას გოლით ყატარი დაამარცხა და მეორე ადგილი 6 ქულით დაიკავა.

E ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა უდანაკარგოდ იასპარეზა. „მამლებმა“ მალის ნაკრებთან მისთვის არაფრის მომცემი თამაშიც მოიგეს (3:2). მალი კი მიუხედავად მარცხისა, 4 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა, რადგან პანამას ბურთების ბალანსით აჯობა. თავის მხრივ პანამელებს დიდად ამის გამო არ უნაღვლიათ, რადგან საუდის არაბეთთან გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილით მერვედფინალში მაინც გავიდა.

F ჯგუფში ყველაფერი ცუდად დასრულდა პორტუგალიისთვის, რომელიც აუტსაიდერ სამხრეთ აფრიკას უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა და ჯგუფში ჩარჩა. მართალია, ლუზიტანელებმა 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანში ვერ მოხვდა. არგენტინამ კი სამხრეთ კორეასთან მოულოდნელი მარცხის მიუხედავად ჯგუფში იპირველა.

მესამეადგილოსანთა ცხრილს რაც შეეხება - ექვსიდან ხუთმა გუნდმა 4 ქულა დააგროვა, მაგრამ პორტუგალიას არ გაუმართლა, რომელსაც ყველაზე უარესი ბურთების ბალანსი აღმოაჩნდა. ნორვეგიას კი საერთოდ ყველაზე ცოტა ქულა - 3. შესაბამისად, პოლონეთი, ნიგერია, ეკვადორი და პანამა პლეი-ოფში არიან, ხოლო პორტუგალია და ნორვეგია სამშობლოში გაემგზავრნენ.

1. პოლონეთი U20 3 1 1 1 5:2 4
2. ნიგერია U20 3 1 1 1 5:3 4
3. ეკვადორი U20 3 1 1 1 2:2 4
4. პანამა U20 3 1 1 1 3:4 4
5. პორტუგალია U20 3 1 1 1 2:3 4
6. ნორვეგია U20 3 1 0 2 13:5 3

მერვედფინალში კი გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

კოლუმბია - ახალი ზელანდია (2 ივნისი)

უკრაინა - პანამა (3 ივნისი)

იტალია - პოლონეთი (2 ივნისი)

არგენტინა - მალი (4 ივნისი)

საფრანგეთი - აშშ (4 ივნისი)

ურუგვაი - ეკვადორი (3 ივნისი)

იაპონია - სამხრეთ კორეა (4 ივნისი)

სენეგალი - ნიგერია (3 ივნისი)

როგორც ხედავთ, რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება შედგება. აზიური (იაპონია - სამხრეთ კორეა), აფრიკული (სენეგალი - ნიგერია) და სამხრეთ ამერიკული დაპირისპირება (ურუგვაი - ეკვადორი).

A ჯგუფი

სენეგალი - პოლონეთი 0:0 (0:0)

კოლუმბია - ტაიტი 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 სინისტერა (8), 2:0 სინისტერა (37), 3:0 კუჩო (38), 4:0 კუჩო (42), 5:0 კუჩო (70), 6:0 კაისედო (87)

B ჯგუფი

იტალია - იაპონია 0:0 (0:0)

ეკვადორი - მექსიკა 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პლატა (12)

C ჯგუფი

ახალი ზელანდია - ურუგვაი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ნუნიესი (40), 0:2 როდრიგესი (90)

ნორვეგია - ჰონდურასი 12:0 (5:0)

გოლები: 1:0 ჰალანდი (7), 2:0 ჰალანდი (20), 3:0 სტიგარდი (30), 4:0 ჰალანდი (36), 5:0 ჰალანდი (43), 6:0 ჰაუგე (46), 7:0 ჰალანდი (50), 8:0 ჰალანდი (67), 9:0 ჰალანდი (77), 10:0 მარკოვიჩი (82), 11:0 ჰალანდი (88), 12:0 ჰალანდი (9)

D ჯგუფი

ნიგერია - უკრაინა 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სიკანი (30), 1:1 ტიჯანი (51)

აშშ - ყატარი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვეა (76)

E ჯგუფი

მალი - საფრანგეთი 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 კუსინი (12), 1:1 კოიტა (14), 1:2 დიაბი (65), 1:3 გური (87), 2:3 დიაკიტე (90)

საუდის არაბეთი - პანამა 1:2 (0:1)

გოლი: 0:1 მორალესი (7)

F ჯგუფი

სამხრეთ კორეა - არგენტინა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სე-ჰანი (42), 2:0 იან-ვუკი (57), 2:1 ფერეირა (88)

სამხრეთ აფრიკა - პორტუგალია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლეაო (19), 1:1 მონიანე (53)

0.114718