„ჩელსის“ ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, რომელიც დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ევროპა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ, გუნდთან ერთად მაინც ჩაფრინდა ბაქოში.
ფრანგმა შუახაზელმა მუხლის ტრავმა „ლურჯების“ ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა. 28 წლის ფეხბურთელის მდგომარეობაზე ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა სავარაუდოდ, ის ფინალურ მატჩს გამოტოვებს.
The Guardian-ის ინფორმაციით, კანტე გაფრენამდე კობჰემის ბაზაზე მივიდა და ყავარჯნების გარეშე გადაადგილდებოდა, თუმცა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.
„ჩელსის“ ასევე დაშავებული ჰყავს: ანტონიო რიუდიგერი, კალუმ ჰადსონ-ოდოი და რუბენ ლოფტუს-ჩიკი.
ევროპა ლიგის ფინალი „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის, 29 მაისს გაიმართება ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.