ფეხბურთი

16:10 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაიტმა „არსენალის“ ახალი ფორმა წარმოადგინა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მოთამაშემ, იან რაიტმა, გუნდის ახალი სათამაშო ფორმის ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში. მალევე მან წაშალა ისინი, თუმცა ფოტოები სხვა წყაროებში გამოჩნდა.

საშინაო ფორმა ტრადიციულ წითელ-თეთრ სტილშია შესრულებული, საგარეო კი ყვითელია. ეკიპირების პრეზენტაციაში პიერ-ემრიკ ობამეიანგმა და ალეკსანდრ ლაკაზეტმა მიიღეს მონაწილეობა.

კლუბის ახალი ტექნიკური სპონსორი ფირმა adidas-ია, რომელმაც Puma ჩაანაცვლა.

შეგახსენეთ, რომ ახლადდამთავრებულ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. 29 მაისს კი ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალური მატჩი ელის „ჩელსისთან.“

0.101471