ფეხბურთი

20:31 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი: "ინტერი" დიდი გუნდია, მაგრამ "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა „ბარსელონადან“ „ინტერში“ გადასვლა გამორიცხა. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, ესპანეთში ბედნიერია და ზაფხულში გუნდის დატოვებას არ აპირებს.

„არ ვიცი მედია რატომ მაკავშირებს „ინტერს“, ამის ახსნა არ მაქვს. „ინტერი“ დიდი გუნდია, მაგრამ ახლა ვარ იქ, სადაც ყოფნა მინდა. თუ ასეთი გუნდი დაინტერესებულია, გამოდის, რომ კარგად ვთამაშობ, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი ბარსელონაში ბედნიერები ვართ. მესმის ჟურნალისტების ინტერესის, „ინტერსაც“ პატივს ვცემ, მაგრამ „ბარსელოდან“ წასვლაზე არასდროს მიფიქრია“, - ციტირებს ხორვატის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი „ბარსელონას“ 2014 წელს „სევილიადან“ შეუერთდა და დღემდე 267 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.

0.120466