პირველად ხდება, რომ ერთ კონკრეტულ სეზონში ევროთასების ფინალებში ერთი ქვეყნის - ინგლისის წარმომადგენლები ითამაშებენ, ასევე პირველად მოხდა, რომ ფინალებში მონაწილე 4 გუნდიდან, 3 ერთი ქალაქის - ლონდონის კლუბები არიან („ტოტენჰემი,“ „არსენალი,“ „ჩელსი“).
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში, „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დაუპირისპირდება. ხოლო ევროპა ლიგის მოსაგებად „არსენალი“ „ჩელსის“ 29 მაისს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე შეერკინება.