სხვა

15:50 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ოთხეული ძალებს მსოფლიო თასზე სცდის

21-29 აპრილს პეკინი მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს პნევმატური იარაღებიდან სროლაში. ტურნირში მონაწილეობას ჩვენი ტყვიის მსროლელთა ნაკრებიც მიიღებს, ამჯერად - 4 სპორტსმენით: ქალებში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე და ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე გამოვლენ, ვაჟებში კი - ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე.

ესაა სალიცენზიო შეჯიბრება, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საგზურები გაიცემა - 2-2 ლიცენზია. თუმცა ადგილმონაცვლეობის პრინციპიც იმოქმედებს ანუ პირველ-მეორე ადგილზე უკვე ლიცენზირებული სპორტსმენი თუ გავა, საგზური მის მომდევნოს გადაეცემა და ასე შემდეგ. ჩვენი მსროლელებისთვის ესაა პირველი სალიცენზიო შეჯიბრება შარშან აგვისტოში კორეულ ჩანგვონში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.
გთავაზობთ ჩვენი სპორტსმენების გამოსვლის გრაფიკს:
22 აპრილი: საკონტროლო ვარჯიში
24 აპრილი: ქალები (საკვალიფიკაციო, ფინალი)
25 არილი: შერეული წყვილები
27 აპრილი: ვაჟები (საკვალიფიკაციო, ფინალი)
ქალები: საკვალიფიკაციო ეტაპი (25 მეტრი)
28 აპრილი: ქალები: 25 მეტრი (საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალი)

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.115793