ფეხბურთი

16:53 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 19 წლის ბრაზილიელი დაიმატა

ბრაზილიელი მცველი ვესლი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ თავად 19 წლის ფეხბურთელმა გაავრცელა ცნობა, რომელმაც ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და თქვა, რომ მის კარიერაში ახალი თავგადასავალი იწყება.

ვესლი „ფლამენგოს“ ფეხბურთელია და ტურინელებს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. საინტერესოა, რომ ნიჭიერი განაპირა მცველის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ.

ვესლი 2017 წელს ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებში სამხრეთ ამერიკის შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

0.124782