სხვა

1:10 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაო კიევიდან

უკრაინის დედაქალაქმა კიევმა ოლიმპიური ჩემპიონის სტელა ზახაროვას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა სპორტულ ტანვარჯიშში.

აღნიშნული შეჯიბრი უკვე მეორე წელია, რაც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ლიცენზირებული ტურნირების სიაშია შეყვანილი. მასში მონაწილეობა 160-მა ტანმოვარჯიშემ მიიღო 20 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნეენ ტანმოვარჯიშეები საქართველოდანაც.

ყველაზე წარმატებული გამოდგა იოანე ჯიმშელეიშვილის გამოსვლა, რომელმაც ბჯენით ხტომებში მე–3 ადგილი მოიპოვა. ორძელზე ვარჯიშში კი, ფინალში გავიდა ბიძინა სიჭინავა.
გარდა ამისა ტურნირზე მონაწილეობა მიიღო (კონკურსგარეშე) ჩვენმა ორმა ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ტანმოვარჯიშემ: ანი გობაძემ და დაჩი დოლიძემ. ეს მათთვის კარგი გამოცდილების მიღების საშუალება გახლდათ.

0.109702