8 აპრილს 09:30 საათზე, დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და უეფას მწვრთნელთა განათლების სპეციალისტი, ჯოზეფ ზაჰორსკი რეალობაზე დაფუძნებული სწავლების საერთაშორისო სემინარს გახსნიან.
უეფას მწვრთნელთა განათლების სემინარი უკვე მერვე წელია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო კი, აღნიშნულ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს.
უეფას სასწავლო ჯგუფის რეალობაზე დაფუძნებული სწავლების საერთაშორისო სემინარი სამი დღის განმავლობაში დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართება და ქართველ სპეციალისტებთან ერთად მასში მონაწილეობას, ალბანეთის, ანდორას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, ყაზახეთისა და მოლდოვას წარმომადგენლები მიიღებენ. სასწავლო პროცესს უეფას ჟირა პანელის წევრები დენი რაიზერი და გენადი სკურტული გაუძღვებიან და ის, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.
www.gff.ge