სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:25 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყო

2 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრ „ბასაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგ კურსი გაიხსნა. განახლებული C ლიცენზიის კურსი ოთხი მოდულისგან შედგება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება და მათ შორის ერთი გოგონაა. უეფას C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121194