ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და გულშემატკივართა აქტიურობაც მატულობს.
ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მატჩებზე დასასწრები ბილეთებიდან 180 000 უკვე გაიყიდა.
გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა, როგორც ბრაზილიაში, ასევე ფიფას ოფიციალურ გვერდზეც შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიის 12 სტადიონი უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 12 ივნისს სან პაულოში გაიმართება, სადაც ტურნირის მასპინძელი ბრაზილია ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
გიორგი ბალახაძე