თბილისის ჩემპიონატის B ლიგის მატჩები 53-ე საშუალო სკოლის დარბაზში გრძელდება. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებით, მიმდინარე ტურნირში ის გუნდები მონაწილეობენ, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში გამართული თბილისის ჩემპიონატიდან საქართველოს პირველობაზე ვერ გავიდნენ.
განვითარების კავშირმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით, აღნიშნული გუნდებისთვის 23 თებერვლიდან B ლიგა წამოიწყო და უკვე 5 ტურიც მიილია. ტურნირს 5-დან 5 გამარჯვებით “მართვე 3” ლიდერობას, რომელსაც 4 მოგებითა და 1 მარცხით “იმედი-მართვე” მიჰყვება.
გუნდებმა 2 წრე უნდა ითამაშონ, რის შემდეგაც პლეი ოფში 4 საუკეთესო გავა და B ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებს. მორიგი ტურის მატჩები 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში კვირას, 30 მარტს გაიმართება.www.gbf.ge