საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრები სერბეთის ქალაქ ნოვი სადში იმყოფება, სადაც 8-10 მარტს ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.
ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზურაბ ჭიღლაძეს ტურნირზე შემდეგი შემადგენლობა ჰყავს წაყვანილი:
57 კგ. – რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
61 კგ. – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
65 კგ. – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
70 კგ. – ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)
74 კგ. – გიორგი სულავა (ქუთაისი)
79 კგ. – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ. – ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
92 კგ. – დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
97 კგ. – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ. – ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა.
შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ.) მოიპოვა.
დღეს, ქართველ ფალავნებს კიდევ 3 მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ჩემპიონობისათვის რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისათვის კი ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.) იჭიდავებს.