სხვა

16:23 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩოფიკაშვილის მესამე ადგილი ბოსნიაში

20 თებერვალს ბელასნიცაში (ბოსნია-ჰერცოგოვინა) საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ფრისტაილის "ბიგ აერის" სახეობაში შეჯიბრება გაიმართა, სადაც ქართველმა ფრისტაილერმა ლუკა ჩოფიკაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 17 წლის პერსპექტიულმა მოთხილამურემ საზღვარგარეთ ჩატარებულ ტურნირზე პირველად იასპარეზა. 21 თებერვალს "სლოუფსტაილის" შეჯიბრებაა დაგეგმილი.

0.115299