ფეხბურთი

14:45 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი კმაყოფილია

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ჩელსისთან" მოგებულ (2:0) პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი"ჩელსის", "ტოტენჰემის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს გუნდებთან სათამაშო ხარისხით ახლოსაა.

"გამარჯვებით და სამი ქულით კმაყოფილი ვარ. "ვესტ ჰემთან" წაგების შემდეგ ჩვენი გულშემატკივრებისთვის გვინდოდა გვეჩვენებინა ჩვენი სიძლიერე. ვფიქრობ, რომ გაუმჯობესება სათამაშო ხარისხის შეგვიძლია. ასევე უნდა დავიცვათ ბალანსი საშინაო და საგარეო მატჩებს შორის. შეგვიძლია ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი, რადგან "არსენალი" "ჩელსის", "ტოტენჰემის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს გუნდებთან ახლოსაა." - ციტირებს BBC-ი ემერის სიტყვებს.

"არსენალს" 23 მატჩის შემდეგ პრემიერლიგაში 44 ქულა მოუგროვდა და მეხუთე ადგილზე იმყოფება. "მეთოფეებმა" მეოთხეადგილოსან "ჩელსისთან" ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს.

0.127924