ფეხბურთი

22:31 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლე, ოლე, ოლე...

ექვსი თამაში, ექვსი გამარჯვება... ოლე გუნარ სოლსკიაერი ისტორიას წერს, ის „მანჩესტერის“ პირველი მწვრთნელი გახდა, ვინაც ზედიზედ პირველი ექვსი მატჩის მოგება მოახერხა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „ეშმაკუნები“ სწორედაც ნორვეგიელი დამრიგებლისთვის იკლავენ თავს, რათა მომავალი სეზონიდან მან ხანგრძლივი კონტრაქტი მიიღოს კლუბში. და თუ პირველი ხუთი გუნდი ელიტარულებად ვერ ჩაითვებოდა, „ტოტენჰემი“ ჩემპიონობის ერთ-ერთი მაძიებელია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ერთადერთი გოლი, პირველი ტაიმის ბოლოს, მარკუს რაშფორდმა გაიტანა, პოლ პოგბას შესანიშნავი გადაცემით. მაგრამ მატჩის ჭეშმარიტი გმირი მეორე მანჩესტერელი - დავიდ დე ხეა გახდა. ესპანელმა მეკარემ 11-ჯერ მოიგერია ბურთი, რაც სარეკორდო აღმოჩნდა მიმდინარე პრემიერლიგაში.

ინგლისი

პრემიერლიგა. 22-ტური. 13 იანვარი

ტოტენჰემი - მანჩესტერი 0:1

ლონდონი. „უემბლი.“ 80 062

0:1 რაშფორდი (44)

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, დევისი, სისოკო (ლამელა 43), ერიკსენი, ალი, უინკსი (ლიორენტე 81), სონი, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, ჯოუნსი, ლინდელოფი, შოუ, მატიჩი, ერერა, პოგბა (მაკტომინი 90+2), ლინგარდი (დალოტი 83), მარსიალი (ლუკაკუ 73), რაშფორდი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ალი (50); ერერა (66), პოგბა (78)

ევერტონი - ბორნმუთი 2:0

1:0 ზუმა (61), 2:0 კალვერტ-ლევინი (90+6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112487