საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 26 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით, „სპარტაკს“ დატოვებს, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას - უცნობია.
ორი რეალური ვარიანტია - „ვიტესი“ და „კრილია სოვეტოვი“. არნემელთა ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ლეონიდ სლუცკი დაინტერესებულია, მაგრამ არაევროკავშირელ ფეხბურთელს ეხება საქმე და ეს პრობლემას აჩენს.
თავის მხრივ, „კრილიას“ დირექტორმა აღნიშნა, რომ უნდოდათ ჯანოს გაფორმება, მაგრამ ქართველმა „ვიტესთან“ დაიწყო მოლაპარაკებები. მიუხედავად ამისა, ბოლო ინფორმაციით, ფავორიტი მაინც სამარული გუნდია, რადგან „სპარტაკი“ ჩვენებურს „ვიტესში“ არ უშვებს - ფინანსურად წამგებიანი ვარიანტია.
Sport-express-ი ჯანოს დაეკითხა მომავალზე: „კრილიას სოვეტოვი“? - მე ჯერ კიდევ „სპარტაკის“ ფეხბურთელი ვარ“, - ასეთი იყო ანანიძის პასუხი.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ქართველი შემტევის აგენტი გვარწმუნებს, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერს ნათელი მოეფინება.