ფეხბურთი

1:27 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია საფრანგეთის თასზე: მეექვსე დივიზიონის გუნდმა ლიგა 1-ის წარმომადგენელი დაამარცხა (+VIDEO)

საფრანგეთის თასის გათამაშებაში ხმაურიანი სენსაცია შედგა. საფრანგეთის რანგით მეექვსე დივიზიონის ბინადარმა „ვირი-შატილონმა“ ლიგა 1-ის წევრი „ანჟერი“ დაამარცხა და თასის 1/16 ფინალში გავიდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში მაჰამადუ საკომ გაიტანა. თუმცა, მატჩის გმირი მასპინძელთა მეკარე ვინსენ და სილვა იყო, რომელმაც საკუთარ გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა. შედეგად, დიდი სენსაციაც დაფიქსირდა.

„ვირი-შატილონი“ საფრანგეთის მეექვსე დივიზიონში, რომელშიც 12 გუნდი ასპარეზობს მე-5 პოზიციაზეა. საგულისხმოა ისიც, რომ საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში 1977-1978 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა.

საინტერესოა ისიც, რომ ამ გუნდის აკადემიაში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელები ტიერი ანრი (1990-1992) და ჯონათანან ძებინა ირიცხებოდნენ.

0.119324