საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძის მომავალი გაურკვეველია. როგორც ცნობილია, ქართველი შემტევი მოსკოვის „სპარტაკიდან“ წასვლელთა სიაშია და შესაბამისად, ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.
აქამდე ჩვენებურის შეძენის სურვილი „კრილია სოვეტოვმა“ გამოთქვა, რომელსაც ანანიძის დამატება 8 იანვრამდე სურს. თუმცა, დიდი ალბათობით, ტრანსფერი არ შედგება, რადგან ჯანოს სამარულ გუნდში თამაში არ უნდა.
ავტორიტეტული რუსული გამოცემა Sport-Express-ი ქართველი ფეხბურთელის აგენტ თეიმურაზ ლეპსაიას ესაუბრა, რომლის თქმით, ჯერ თვითონაც არაფერი იციან, მაგრამ ახლო მომავალში ყველაფერი ნათელი გახდება.
- მართალია, რომ ჯანოს „სპარტაკის“ დატოვება არ უნდა?
- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა, ახლა კი ყველა შვებულებაში იმყოფება.
- დღეს მოლაპარაკებებს არ აწარმოებთ?
- შეიძლება ითქვას, რომ დღეს - არა. რა იქნება ხვალ - არ ვიცი.
- ანანიძე „სპარტაკის“ პირველ შეკრებაზე იქნება?
- ამის შესახებ კომენტარ ვერ გავაკეთებ, რადგან ჯერ ჩვენც არ ვიცით. მალე ყველაფერი ნათელი გახდება.