ფეხბურთი

14:30 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნეტავ, ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორ ვიამაყებდი-მეთქი" - გურამ კაშიას "ვიტესიდან" გაცილების ამბავი

საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველი გურამ კაშია არნემის "ვიტესიდან" ცოტა ხნის წინ საზეიმოდ გააცილეს და არნემში ერთ-ერთი პარკი მისი სახელობის გახდა. მოკლედ, ჩვენებური დიდად დააფასეს.

ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე გურამი სოციალურ ქსელში ვრცლად საუბრობს და ძალიან საინტერესო ჩანახატიც წარმოადგინა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შაბათი, 1 დეკემბერი

გამეღვიძა უცო გარემოში, უცებ მივხვდი, რომ ჩემს მეგობრებთან ვიყავი ჰოლანდიაში. გამახსენდა, დღევანდელი დღე იყო განსხვავებული. ტელეფონში ჩანიხედე და დღის განრიგი შევამოწმე.

პირველი შეხვედრა 12 საათზე მქონდა ჩანიშნული. დაახლოებით ათი საათი იყო, უცებ შხაპი გადავივლე და 40 წუთი ჩაცმას მოვუნდი. ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ განსაკუთრებული დღე იყო.

მოკლედ, გამოვეწყე და გზას გავუდექი.

პირველი შეხვედრა მქონდა ჩემს პირველ სპორტულ დირექტორთან და მეგობართან. მე თვითონ ვთხოვე შეხვედრა. საინტერესო კაცია, ძალიან საინტერესო ხედვა აქვს ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე. ცოტა დააგვიანა და მეც დრო არ დავკარგე, ჩემს ინსტაგრამზე სურათი და დავაანონსე...

ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი კომენტარებში. მივხვდი, რომ ხალხი მელოდებოდა. ტედიც გამოჩნდა. ერთი საათი ვისაუბრეთ იმ წლებზე, როცა ერთად ვმუშაობდით. ტედი ძალიან დამეხმარა ჩემს ჰოლანდიურ კარიერაში. ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს.

დრო უცებ გავიდა და 13:30 საათზე მეორე შეხვედრა მქონდა ჩანიშნული არნემის პარკში, რაც ძალიან მეუცნაურებოდა.

მოკლედ გავუყევი გზას. იქვე ვიყავი, მივედი და დამხვდა დაახლოებით 20-30 ადამიანი. ეს ხალხი ვიცანი, „ვიტესის“ გულშემატკივრები და ამავდროულად აქტივისტები იყვნენ, ანუ პატარა ორგანიზაცია, ვოლონტიორული, ვინც ფანებს მართავს. რამდენიმე კამერაც შევნიშნე, გამოველაპარაკე მათ და მითხრეს, რომ ჩემთვის მადლობის გადახდა უნდათ გარკვეული ფორმით.

არნემის პარკი ძალიან დიდია და ცხოველებიც ჰყავთ, ჰოდა, ირმებთან მიმიყვანეს და ყველაზე დიდი რქისკენ მიმითითეს და მიამბეს ამ ირმის მახასიათებელი ქმედებები, რამაც მართლა გამაკვირვა. თურმე ირმებს ჰყავთ თავიანთი ლიდერი და მთელ ჯოგს ის განაგებს. ანუ გამორჩეული ლიდერია, როგორც მე ვიყავი „ვიტესში“.

ჰოდა, ამ ირემს დაარქვეს გურამი, იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.. გრძელი ამბავია... მოკლედ, ირემი მყავს ჰოლანდიის პარკში.

15:00 საათზე ინტერვიუ მქონდა „ვიტესის“ ტეელვიზიასთან, ჩემს განვლილ 8 წელიწადზე ვილაპარაკე. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველი ინტერვიუსა და თუ შეხვედრისას ხალხი მახსენებდა და მეუბნებოდა თუ მთხოვდა, რომ დავბრუნებულიყავი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მათ ისევ ვჭირდები და ისევ მაფასებენ... რა მაგარია არა?

მალე გავთავისუფლდი და ორი საათი თავისუფალი დრო მქონდა. სახლში მივბრუნდი გამოვიცვალე და მივხვდი, რომ ძალიან ოფიციალურად მეცვა.

სარკეში ჩავიხედე და ოფიციალური შარვალი და ფეხსაცმელი რომ დავინახე, ვთქვი, რომ ეს მე არ ვიყავი. ეს იყო ჩემი დღე და ვინმესთვის, ან პროტოკოლისთვის არ ვყოფილიყავი.

გადავწყვიტე ჰულიგანი გულშემატკივარივით ჩამეცვა. გავთავისუფლდი და წავედი სტადიონისკენ. თამაში ახლოვდებოდა.

17 საათზე ვახშამი მქონდა დანიშნული იმ ბიჭებთან ერთად, ვისთანაც წლები ვთამაშობდი და დავმეგობრდი. გემრიელად ვჭამეთ, ვიცინეთ და ცოტა ღვინოც დავლიეთ.

18:00 საათი, მოკლე ინტერვიუს შემდეგ ყველასთან სათითაოდ სურათები გადავიღე და სპონსორებმაც ულტიმატუმი წამოაყენეს, რომ თუ არ დავბრუნდებოდი, გუნდს აღარ დაასპონსორებდნენ. მოკლედ, ყველა მხრიდან პატივისცემას ვგრძნობდი და მეც მკერდგამოწეული დავსეირნობდი და ყველას ვესალმებოდი.

18:30 საათი, თამაში და დაიწყო და მეც აღმოვჩნდი ხელმძღვანელებთან და დირექციასთან ერთად ლოჟაში. თამაში უღიმღამოდ მიდიოდა. დასაწყისში ტაბლოზე გამოვჩნდი, რაც მეც შევამჩნიე და გამეღიმა, ფანებმაც შეამჩნიეს და ისევ ძველი დრო გამახსენდა: გურააამ კააააშიააააა, გურაააამ კააააშიააააა!

ჟრუანტელმა დამიარია, როგორც ყოველთვის!

თამაში გაგრძელდა, გოლიც გავიტანეთ და უფრო კარგი ხასიათი შეიქმნა მოედანზე, მეც კმაყოფილი ვუყურებდი.

37-ე წუთი გახდა და ისევ დაიწყო, გურამ კაშია, გურამ კაშია, ისევ ემოციები მომაწვა და გავიფიქრე, ნეტავ, ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-მეთქი.

საბედნიეროდ თამაშს ესწრებოდნენ გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე. გავიფიქრე, ნეტავ ახლა რას ფიქრობენ-მეთქი. 40 წუთი რომ გახდა, დირექტორმა თავაზიანად მთხოვა, რომ ქვევით, მოედანზე ერთად ჩავსულიყავით.

წამოვდექი და ჩვენს ხელმძღვანელებთა გავიხუმრე: GUYS IT’S SHOW TIME…(ბიჭებო შოუს დროა) ჩვენ მფლობელებს გაეცინათ და ჩვენც დავეშვით ქვევით. გასასვლელში ვიდექი, მსაჯმაც ჩასტვინა და ტაიმი დამთავრდა.

ამ მომენტში ტრადიციულად სტადიონი იცლება. გულშემატკივარი ლუდის დასალევად, ან წასახემსებლად გადის, მაგრამ ამჯერად ფეხი არავის მოუცვლია. ბიჭები გამოდიოდნენ და ხელს მირტყამდნენ.

ბოლოს მსაჯები გამოვიდნენ და ძალიან თბილად მომიკითხეს და მითხრეს, რომ ლიგას ვაკლივარ და სწრაფად უნდა დავბრუნდე. დრო მოვიდა, რომ მოედანზე შევსულიყავი.

მოედანზე შევდგი ნაბიჯი და...

0.119851