სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:00 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" ევროპა ლიგას მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურმა დღეს სტარტი ორი შეხვედრით აიღო. ევროპა ლიგის საგზურისთვის მერბძოლი გუნდები გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების წინააღმდეგ წარსდგნენ და საქმიდან ყველაზე მოგებული საჩხერისი „ჩიხურა“ გამოვიდა.

სოსო ფრუიძის გუნდმა „სამტრედია“, რომელსაც აშკარად დაკარგული აქვს მოტივაცია მანამ, სანამ პლეი-აუტი დაიწყება, პრობლემების გარეშე დაამარცხა. საჩხერელები სარდალიშვილისა და მიცხულავას გოლებით უკვე მე-17 წუთისთვის დაწინაურდნენ კომფორტული უპირატესობით და სასურველი შედეგის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. ერთადერთი რაც „სამტრედიამ“ მოახერხა, გიორგი ერისთავის პრესტიჟის გოლი იყო.

დღის მერე მატჩში გოლი არ გასულა. „რუსთავსაც“ ჰაერივით სჭირდებოდა გამარჯვება და გორის „დილასაც“, მაგრამ საბოლოოდ, საწადელს ვერცერთმა მიაღწია და ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება.

შედეგად, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ჩიხურას“ „დილასთან“ 3-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს და ევროპა ლიგასთან ახლოსაა, ხოლო „რუსთავი“ პლეი-აუტის ზონას 3 ქულით უსწრებს, მაგრამ „სიონთან“ შედარებით ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

34-ე ტურის სამი შეხვედრა ხვალ გაიმართება: „ლოკომოტივი“ – „კოლხეთი“, „დინამო თბ“ – „სიონი“, „ტორპედო“ – „საბურთალო“.

„რუსთავი“ – „დილა“ 0:0 (0:0)

„სამტრედია“ – „ჩიხურა“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 სარდალიშვილი (3), 0:2 მირცხულავა (17), 1:1 ერისთავი (81)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112941