რამდენია საქართველოს ეროვნულ ლიგაში საშუალო ანაზღაურება? – Globalsportssalaries-მა მსოფლიოს მასშტაბით ჩემპიონატებში სახელფასო ანალიზი წარმოადგინა და მათ შორის, საქართველოც მოხვდა.
როგორც გაირკვა, ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელები საშუალოდ წლიურად 13 403 ევროს გამოიმუშავებენ. ცნობისთვის, ეს მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ 50-ე მაჩვენებელია. მაგალითად, აზერბაიჯანში იგივე მაჩვენებელი წელიწადში 52.638 ევროს, კვიპროსში 59.552 ევროს, ბელარუსში 31.589 ევროს, ლიხტენშტეინში 16.449 ევროს, ყაზახეთში კი, 127.542 ევროს უტოლდება. სამაგიეროდ, საქართველო აღემატება შემდეგ 18 ქვეყნის ჩემპიონატს:
ლუქსემბურგი, ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია, ლატვია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, სომხეთი, მოლდოვა, ფარერები, ლიეტუვა, მალტა, ესტონეთი, გირბალტარი, ნიგერია, ანდორა და სან მარინო...
აღსანიშნავია, რომ მოცემულ სტატიტაში მხოლოდ 68 ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების საშუალო ხელფასების რაოდენობაა მოცემული.
რაც შეეება მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებად 10 ლიგას, ასეთია:
1. პრემიერლიგა (ინგლისი) - 3.379.520 ევრო
2. ლა ლიგა (ესპანეთი) - 2.487.194
3. სერია A (იტალია) – 1.717.470
4. ბუნდესლიგა (გერმანია) - 1.578.130
5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 1.118.447
6. სუპერლიგა (ჩინეთი) - 903.110
7. პრემიერლიგა (რუსეთი) - 753.223
8. სუპერლიგა (თურქეთი) - 742.043
9. ბრაზილეირაო (ბრაზილია) – 576.027
10. MLS (კანადა, 3 გუნდი 23 გუნდიდან) – 446.472
და ბოლოს, მსოფლიოს მასშტაბით 10 გუნდი, რომელთა სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში ყველაზე მაღალია:
1. „ბარსელონა“ (ესპანეთი, ფეხბურთი) – 10.454259 გირვანქა სტერლინგი
2. „რეალი“ (ესპანეთი, ფეხბურთი) – 8.089.582
3. „ოკლაჰომა სიტი“ (აშშ, NBA) – 7.848.811
4. „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ (აშშ, NBA) – 7.819.700
5. „ვაშინგტონ ვიზარდსი“ (აშშ, NBA) – 7.633.608
6. „ტორონტო რეპტორსი“ (კანადა, NBA) – 7.577.470
7. „ჰიუსტონ როკეტსი“ (აშშ, NBA) – 7.487.744
8. „მაიამი ჰიტი“ (აშშ, NBA) – 7.038.292
9. „იუვენტუსი“ (იტალია, ფეხბურთი) – 6.726615
10. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი, ფეხბურთი) – 6.534.645