ჩოგბურთი

18:03 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის მარცხი მეოთხედფინალში

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ საწყის რაუნდებში ფრანგი ტესა ანდრიანჯაფიტრიმო (6:2, 5:7, 6:4) და ბელარუსი ირინა შიმანოვიჩი (6:4, 6:4) ჩამოიცილა, დღეს კი, რუს პოლინა მონოვას პირველი სეტი მოუგო, თუმცა, 7:5, 0:6, 1:6 დამარცხდა.

0.124177