სხვა

1:10 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

AIBA-ს პრეზიდენტი: "კრივის ნათელ მომავალში დარწმუნებული ვარ"

მოსკოვში გამართულ სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) კონგრესზე უზბეკეი გაფურ რახიმოვი ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

გაფურ რახიმოვმა, რომელიც აქამდე AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, განაცხადა: „კრივის ნათელ მომავალში დარწმუნებული ვარ. მეამაყება, რომ კრივის აყვავებაში საკუთარი წვლილის შეტანაში დამეხმარეთ. კრივის განსავითარებლად შევიმუშავეთ გეგმა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიზნებს მივაღწევთ. კრივს დიდი წარსული აქვს და მჯერა, ჩვენი სპორტის სახეობისთვის დიად მომავალს შევქმნით."

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) დიდი ხანია კრივის საერთაშორისო ასოციაციის ირგვლივ შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია და არც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე რახიმოვის კანდიდატურის წარდგენით იყო კმაყოფილი. ასე რომ, ამ მხრივ მოვლენების განითარებას კიდევ უნდა ველოდოთ.

საქმე ის არის, რომ გაფურ რახიმოვი, რომელსაც მედიაში უზბეკური მაფიის ბოსად მოიხსენიებენ, აშშ-ის ხელისუფლება ორგანიზებულ კრიმანლთან კავშირში ადანაშაულებს. ამასთან, IOC უკმაყოფილოა AIBA-ს მმართველობით, ფინანსებით და ანტისადოპინგო საკითხებით.

ოქტომბრის დასაწყისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ გააფრთხილა AIBA, რომ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის ამ სახეობის არსებობა საფრთხეშია: „IOC-ის აღმასრულებელი საბჭო AIBA-ში შექმნილი ვითარებით და ორგანიზაციის ხელმძღვანელობით მეტად შეფიქრიანებულია. IOC კვლავაც ხაზს უსვამს საკუთარ მკაფიო დამოკიდებულებას. თუ AIBA-სკონგრესზე მმართველობის საკითხები სათანადოდ არ დააკმაყოფილებს IOC-ს, მაშინ ოლიმპიურ პროგრამაში კრივის არსებობა სათუო გახდება. ამასთან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული AIBA-ს, როგორც საერთაშორისო ფედერაციის არსებობა, ეჭქვეშ დადგება."

www.geonoc.org.ge

0.114302