ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ირჯება პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.
ბოლქვაძე ერთეულთა ტურნირის საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ეკატერინა შალიმოვას გაეჯიბრა და 6:4, 6:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს ეთამაშება.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე და ხორვატი ანა ვრლიჩი ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდნენ, რადგანაც მე-3 ნომრად განთესილი იაპონელი ომაე და სერბი კოსტიჩი მათთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.