ფეხბურთი

16:27 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯო ბარტონი: "ნეიმარი ფეხბურთის კიმ კარდაშიანია"

ფეხბურთის შავი ბიჭი - ჯო ბარტონი. ინგლისელი მოთამაშე, რომელიც ცნობილი ძალზე უხეში თამაშით გახდა. ბარტონმა ბუცები ცოტა ხნის ლურსმანზე დაკიდა და ახლა თანამედროვე ფეხბურთს გარედან უყურებს.

ინგლისელმა ბრაზილიელი ნეიმარის შესახებ ისაუბრა და ამერიკელ მოდელს, კიმ კარდაშიანს შეადარა:

„ჩემი შვილი ექვსი წლისაა და უნდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მესაუბრება რონალდუს, მესის, სალაჰის შესახებ, მაგრამ არ ახსენებს ნეიმარს. ჩემს სახლში მისი სახელი არასდროს გაჟღერებულა. ვფიქრობ, ნეიმარი ფეხბურთის კიმ კარდაშიანია. მსოფლიოში საუკეთესო არაა და ეს რუსეთში გამართულმა მუნდიალმაც დაგვანახა.

არაა რონალდუსა და მესის სიმაღლეზე. გარდა ამისა, დარწმუნებით, რამდენიმე ფეხბურთელიც მასზე მაღლა დგას. უფრო სარეკლამო ფენომენია, როგორც კარდაშიანი", - აღნიშნა ბარტონმა.

0.131716