ფეხბურთი

0:00 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სელტამ” ბუფალი ინათხოვრა

“სელტამ” მოროკოელი შემტევი ნახევარმცველი სოფიან ბუფალი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

24 წლის ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო უფლებებს “საუთჰემპტონი” ფლობს, “ესტადიო ბალაიდოსზე” 2018/2019 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო შემდგომ ვიგოელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

ცნობისთვის, ბუფალმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11656