პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იერჟი ბრჟეჩეკი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. 47 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდამდე "ვისლას" წვრთნიდა. ახალი მწვრთნელის წარდგენა 23 ივლისსაა დაგეგმილი.
ბრჟეჩეკმა აღნიშნულ პოსტზე ადამ ნავალკა ჩაანაცვლა, რომლის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ დააფიქსირა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. იერჟის ეროვნულ ნაკრებში 42 მატჩი აქვს ჩატარებული და 1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო.