ფეხბურთი

18:18 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

არაბულმა კლუბი შეიცვალა და უნგრეთში დარჩა

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ბაჩანა არაბული ამიერიდან “პუშკაშ აკადემიაში” ითამაშებს. ამის შესახებ უნგრული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ბედნიერი ვარ, რადგან ნამდვილად დიდ გუნდში მოვხვდი. ყველაფე გავაკეთებრ, რომ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო”, - განაცხადა არაბულმა.

შეგახსენებთ, 24 წლის არაბული გასულ სეზონში “ბალმაზუივაროშის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 33 თამაშში 11 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება “პუშკაშ აკადემიას” ამ გუნდმა გასული სეზონი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

0.117487