არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან საფრანგეთთან (3:4) მატჩის შემდეგ განაცხადა.
“მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოთიშვის გამო ცუდად ვართ, მაგრამ ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღეს. საფრანგეთი ჩვენს ნახევარზე ძალიან სწრაფად გადმოდიოდნენ და პრობლემებს გვიქმნიდნენ.
ვიცოდით, რომ მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავდათ. ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძოდა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩემი აზრით, ეს კრახი არაა. არ მიმაჩნია და არ ვაპირებ პოსტის დატოვებას. სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ”, - განაცხადა სამპაოლიმ.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან 3:4 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.