სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

2:00 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე: "გულშემატკივრებო, ბოდიში"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ სერბეთთან მარცხის შემდეგ (50:87) კომენტარი გააკეთა. ცინცაძის განცხადებით, მეტოქე უკეთ იყო მომზადებული და უფრო ძლიერიც გახლდათ. გიორგის თქმით, საქართველოს ნაკრებმა რეაბილიტირება ავსტრიასთან შეხვედრაში უნდა მოახდინოს.

"ასეთი თამაშის შეფასება ძალიან რთულია, როდესაც 40-ქულიანი სხვაობით წააგებ, ძნელია რამეზე ისაუბრო. არაფერი გამოგვივიდა არც თავდასხმაში და არც დაცვაში. რა თქმა უნდა, მეტოქე უფრო კარგად აღმოჩნდა მომზადებული და ჩვენ ჩავაგდეთ ეს თამაში, მაგრამ კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა ავსტრიასთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნდა გამოვიდეთ სხვა განწყობით და ამ შეხვედრაში მოვახდინოთ რეაბილიტაცია. თორემ, შეიძლება ჯგუფიდან საერთოდ ვერ გავიდეთ.

საქართველოს ნაკრებში რესურსი ნამდვილადაა და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. უბრალოდ, არის დღეები, როდესაც ხან გამოგდის თამაში, ხან - არა. სამწუხაროდ, დღეს არ იყო ჩვენი დღე და მოხდა ის, რაც მოხდა. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, რომ გული დავწყვიტეთ. ყველა მიზეზის გათვალისწინებით სერბეთი მოცემულ მომენტში ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო", - განაცხადა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 2 ივლისს, თბილისში ჩაატარებს ავსტრიის ნაკრებთან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114307