სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:25 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ბევრი მიზეზის დასახელება შემიძლია ასეთი მარცხი რატომაც განვიცადეთ"

საქართველოსა და სერბეთის მატჩის შემდეგ (50:87) კომენტარი გააკეთა თორნიკე შენგელიამ. ქართველი კალათბურთელის განცხადებით, მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ასეთი სხვაობით საქართველოს წაგების უფლება არ ჰქონდა.

“ბევრი ფაქტორის დასახელება შემიძლია რატომ წავაგეთ ასეთი ანგარიშით, მაგრამ არ მინდა თავისმართლება გამომივიდეს. სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, ევროპაში პირველი თუ არა, მეორე. თუმცა, 40 ქულით ნამდვილად არ უნდა წაგვეგო. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, შეტევაში, მათ შორის, მეც.

ამ თამაშს ანალიზს გავუკეთებთ და ვეცდებით, ავსტრიასთან ეს შეცდომები გამოვასწოროთ. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ჩვენმა დებიუტანტებმა კარგად ითამაშეს, შიშის გარეშე. მიუხედავად ამისა, არ გვყავს გრძელი სკამი და რთულია ენერგიის გადანაწილება. რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ ეს თამაში, რადგან ავსტრიასთან შეხვედრა 3 დღეში გველოდება”, - განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112988