ფეხბურთი

14:10 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაჯა ნაინგოლანი "ინტერის" ფეხბურთელია

მილანის “ინტერმა” ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი გაიფორმა. როგორც “ნერაძურის” ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“ინტერმა” ნაინგოლანის სანაცვლოდ “რომას” 24 მილიონი ევრო გადაუხადა. გარდა ამისა, დავიდე სანტონისა და ნიკოლო ძანიოლოს სატრანსფერო უფლებებიც დაუთმო.

30 წლის ნაინგოლანი “რომაში” 2014 წლის იანვრიდან თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მანამდე კი, სახელი “კალიარიში” თამაშით გაითქვა.

0.117757