კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო იტალიური “ლაციოს” სპორტულ დირექტორ იგლი ტარეს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Corriere dello Sport-ისა და Rai Sport-ის ინფორმაციით 37 წლის შემტევი “არწივებში” გადასვლაზე თანახმაა.
ეტოოთვის “ლაციო” მესამე იტალიური კლუბი იქნება. მანამდე 2009-2011 წლებში “ინტერში”, ხოლო 2015 წელს “სამპდორიაში” ირჯებოდა.
აქვე გეტყვით, რომ სამუელ ეტოო 2017-2018 წლების სეზონში “კონიასპორში” ასპარეზობდა, მის ანგარიშზე 14 მატჩში გატანილი 6 გოლია.