კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბიუჯეტის შევსებას გეგმავს. AS-ის ინფორმაციით, ესპანურ გრანდს 5 ფეხბურთელი დატოვებს.
მცველი ალეიშ ვიდალი, ნახევარმცველები - რაფინია ალკანტარა, ანდრე გომეში, ფორვარდები - მუნირი და პაკო ალკასერი. ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან “ბლაუგრანა” 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
გასულ სეზონში ვიდალმა “ბარსელონას” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, ალკასერმა 20-ჯერ ითამაშა, ხოლო ანდრე გომეში მოედანზე 29-ჯერ გამოჩნდა. რაფინიამ სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “ინტერში” გაატარა, ხოლო მუნირი კი ამავე წესით “ალავესში” ირჯებოდა.