ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა. “ლივერპულის” თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო.
ეგვიპტელმა ხმების 92% მიიღო, ხოლო მადრიდის “რეალის” მცველ მარსელოს მხოლოდ 8% ერგო.
მოჰამედ სალაჰმა “რომასთან” ნახევარფინალურ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.