კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ 39 შეხვედრა წაუგებლად დაასრულა და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. "ბლაუგრანამ" 39-ე მატჩი "კამპ ნოუზე" 'ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 მოიგო.
აქამდე რეკორდის მფლობელი "სოსიედადი" იყო, რომელმაც 1979-80 წლებში 38 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა. სან სებასტიანის გუნდმა მაშინ 22 დაპირისპირება მოიგო და 16 ფრედ დაასრულა, ხოლო "ბარსელონამ" გამარჯვება 32 შეხვედრაში მოიპოვა.