სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:52 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სალაჰის შოუ “ენფილდ როუდზე”

პრემიერლიგის 31-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს, ასოციაციის თასის 1/4 ფინალური მატჩების გამო, მხოლოდ ოთხი შეხვედრა გაიმართა. დიდი ექვსეულიდან მხოლოდ “ლივერპულმა” ითამაშა, რომელმაც “ენფილდ როუდზე” “უოტფორდი” მიიღო და შავი დღე აყარა.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც “ლოსებს” ფაქტობრივად მარტომ მოუგო: ეგვიპტელმა შემტევმა კარნეზისს ოთხი გოლი გაუტანა და პლუს რობერტო ფირმინოს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მერსისაიდელები მე-4 წუთზე დაწინაურდნენ: მარჯვენა ფლანგზე მოჰამედ სალაჰმა ბრიტოსი ისე მოატყუა, თითქოს დამწყები ფეხბურთელი ყოფილიყო, ხოლო შემდეგ ოდნავ მახვილი კუთხიდან ძალიან კარგად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლო კი რობერტსონმა დაბალი პასი კარის გასვრივ გააკეთა, რომელსაც ეგვიპტელი გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

49-ე წუთზე სალაჰმა მარჯვენა ფლანგზე ვიზავი კიდევ ერთხელ დაჩაგრა, შემდეგ კი საჯარიმოში რობერტო ფირმინოს ჩაუწოდა, რომელმაც ძალიან ეფექტური ბურთი გაიტანა. 77-ე წუთზე სალაჰმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ამჯერაც სამი მცველი გააბრუა და კარნეზისს ჭკვიანური დარტყმით გაუტანა, ხოლო 85-ე წუთზე დამატებაზე იყოჩაღა და პოკერი შეასრულა. მოკლედ, სალაჰმა “ენფილდ როუდზე” შეკრებულ გულშემატკივარს ნამდვილი საფეხბურთო შოუ დაუდგა და ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინს ოთხი გოლით გადაუსწრო – 5:0.

იმარჯვა მეორე ლივერპულურმა კლუბმაც. “ევერტონმა” გასვლაზე, გასავარდნ ზონაში მყოფი “სტოკი” ჯენკ თოსუნის დუბლით დაამარცხა. “ბორნმუთმა” შინ ჩემპიონშიფში დასაქვეითებლად განწირულ “ვესტ ბრომვიჩს” მოუგო, ხოლო “კრისტალ პალასმა” სტუმრად “ჰადერსფილდს” სძლია.

სტოკი – ევერტონი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1, 1:2 თოსუნი (69; 84), 1:1 ჩუპო-მოტინგი (77)
გაძევება: ადამი (30 ს.)

ჰადერსფილდი – კრისტალ პალასი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტომკინსი (23), 0:2 მილივოიევიჩი (68 პენ.)

ბორნმუთი – ვესტ ბრომვიჩი 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჯ.როდრიგესი (49), 1:1 აიბი (77), 2:1 სტანისლასი (89)

ლივერპული – უოტფორდი 5:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 4:0, 5:0 სალაჰი (4; 43; 77; 85), 3:0 ფირმინო (49)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.196278