ლეგენდარულმა პარაგვაელმა მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტმა 2002 წლის მუნდიალი გაიხსენა. მაშინ პარაგვაი ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში გერმანიასთან დამარცხდა – 0:1. ჩილავერტი საინტერესო ისტორიას ჰყვება, მიხაელ ბალაკს საშინელი სუნი ასდიოდა და ამიტომაც ვერ ვეკარებოდითო.
“ბალაკთან მიახლოება შეუძლებელი იყო. ის საშინლად ყარდა. დეზოდორანტი უფრო ხშირად უნდა ეხმარა, თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს გერმანიის ნაკრების სტრატეგია იყო” – განაცხადა ჩილავერტმა ESPN-თან ინტერვიუში.
გერმანია 2002 წელს ფინალში გავიდა და ბრაზილიასთან 0:2 წააგო.