საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდამდე ბოლო, დასკვნითი შეკრება დაიწყო. გიორგი ნემსაძემ გუნდი თბილისში შეკრიბა, სადაც 17 მარტამდე ავარჯიშებს, მერე კი ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ტურნირისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);
მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო);
ნახევარმცველები: ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკოლოზ ტალახაძე (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ნიკოლოზ მემარნე (იბერია 2010), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია);
თავდამსხმელები: ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლადო ჩიხრაძე (საბურთალო), გიორგი გაგუა (იბერია 2010).
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს 21 მარტს მასპინძელ პოლონეთთან გამართავს. 24 მარტს ჩვენი გუნდი ირლანდიას შეხვდება, ხოლო 27 მარტს - მაკედონიას.