კატალონიის “ბარსელონას” ლიონელ მესი ვერ დაეხმარება. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, დღეს, “მალაგასთან” შეხვედრაში არგენტინელი მონაწილეობას ვერ მიიღებს. განაცხადში მის ნაცვლად კოლუმბიელი მცველი იერი მინა მოხვდა.
მიზეზი რის გამოც მესი ვერ ითამაშებს, შვილის დაბადებაა. არგენტინელი დღეს დილით მამა მესამედ გახდა. “მალაგასა” და “ბარსელონას” მატჩი 10 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
კატალონური გუნდისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შუა კვირაში, “ჩელსისთან” გასამართი მატჩი და მესი ინგლისურ გუნდთან თამაშამდე დაისვენებს.