საქართველოს ნაკრების კაპიტანი და “რეჯო ემილია” მსროლელი მანუჩარ მარკოიშვილი პარკეტს უბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta di Reggio ავრცელებს.
ევროთასის 1/4-ფინალური სერიის პირველ მატჩი “რეჯო ემილია” შინ “ზენიტს” დაუპირისპირდება. წყაროს ცნობით, მარკოიშვილი იტალიელებს რუსული კლუბის წინააღმდეგ დაეხმარება. მატჩი 6 მარტს თბილისის დროით 23:30 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილს ტრავმის გამო ერთ თვეე მეტი გაუცდა.