ფეხბურთი

17:43 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" სეზონს მოგებით იწყებს

"სამტრედიამ" ეროვნული ლიგის პირველ ტურში 2:1 სძლია "ლოკომოტივს". ლოგიკური შედეგია, იმერლებს ჰქონდათ სათამაშო უპირატესობა და ზოგადადაც, უკეთესი გუნდი ჰყავთ.

მე-13 წუთი იყო, როცა გიორგი ერისთავმა საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა. ბურთი ცოცხალ კედელს გაატარა და მეკარე რევაზ თევდორაძე ვერაფერს გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვატო არველაძემ მოიპოვა პენალტი და თემურ შონიამ ზუსტად დაარტყა - 1:1.

ამის შემდეგ კი გაამართლა "სამტრედიას" მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მიერ გაკეთებულმა ცვლილებებმა. კარგად ჩაერთო თამაშში ჰოლანდიელი ლუკას ვეილი, რომელმაც საგოლე პასი გაუკეთა ნიგერიელ მაიკლ ოლაიტანს დ ამანაც ცარიელ კარში გაიტანა. თუმცა ეს შეტევა სწორედ ოლაიტანმა დაიწყო.

ეროვნული ლიგა. I ტური

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"

ლოკომოტივი (თბილისი)-სამტრედია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ერისთავი (13), 1:1 შონია (50 პენ), 1:2 ოლაიტანი (69)

0.113801