“ნაპოლიმ” რუმინელ ცენტრალურ მცველს ვლად კირიკეშს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. ნეაპოლიტანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი “სტადიო სან პაოლოზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
კირიკეში “ნაპოლის” 2015 წელს 7 მილიონ ევროდ “ტოტენჰემიდან” შეუერთდა. მან ამ დროის განმავლობაში იტალიელთა მაისური 42-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა. რუმინელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა.
ვლადი რუმინეთის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და ამჟამად გუნდის კაპიტანია. მას საკუთარი ქვეყნის ღირსება 51-ჯერ აქვს დაცული.